Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2025 წლის 27 მარტის №7331/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 31 მარტის №4 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის  დამტკიცების  შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის №245/2018 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. ფაკულტეტი  გამოყოფს  არანაკლებ  ორ  რეცენზენტს,  მათ  შორის,  ადგილობრივ  და საერთაშორისო რეცენზენტს  (საერთაშორისო რეცენზენტის  დასკვნა  სავალდებულო  არ არის შემდეგი     სწავლის     სფეროებისთვის:     ქართული     ფილოლოგია,     აფხაზური ფილოლოგია, ასევე,   იმ   შემთხვევაში,   თუკი   დოქტორანტს   ჰყავს   საერთაშორისო ხელმძღვანელი), რომელთაც     ეგზავნებათ     სადისერტაციო     ნაშრომი. ერთ-ერთი რეცენზენტის მიერ  უარყოფითი  დასკვნის  წარდგენის  შემთხვევაში  ინიშნება  ახალი რეცენზენტი. რეცენზენტთა     შემადგენლობა მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.”;


ბ) მე-11 მუხლს პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:


“11. ანონიმურობის დაცვის მიზნით, რეცენზენტების დამტკიცების საკითხი ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე განიხილება დახურულ ფორმატში და ამ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ   ქვეყნდება   საჯაროდ.   გარდა   სხვა   მარეგულირებელი   აქტებით დადგენილი საფუძვლებისა,    განხილვაში    მონაწილეობის    აცილების    საფუძველს წარმოადგენს დოქტორანტის სამეცნიერო ნაშრომის ხელმძღვანელობა.”;


გ) მე-15 მუხლს მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6) სამეცნიერო ხელმძღვანელს უფლება აქვს უხელმძღვანელოს დოქტორანტს ამავე წესის მე-5 მუხლის  მე-7  პუნქტით  დადგენილი  ზღვრული  რაოდენობის  გადაჭარბებით,  იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტისთვის სამეცნიერო ხელმძღვანელის შეცვლა სავალდებულო გახდა აღნიშნული წესით განსაზღვრული მოთხოვნების საფუძველზე.“.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე